Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ნოტარიულად დაამოწმებინა „მაესტრო“-ს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების ოქმი


ტელეკომპანია „მაესტრო“-ს საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძის ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ დღეს ნოტარიულად დაამოწმებინა პარტნიორთა კრების მიერ 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების ოქმი. ოქმის თანახმად, არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა ბაია გადაბაძე და მის ნაცვლად ლევან გაჩეჩილაძე დაინიშნა. ირაკლი კორძახიამ დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ ნოტარიულად დამოწმებულ ოქმს ოფიციალურად დაარეგისტრირებს სამეწარმეო რეესტრში. ადვოკატის განმარტებით, ბაია გადაბაძე 4 თებერვლიდან აღარ არის „მაესტრო“-ს დირექტორი, რადგან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება პარტნიორებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს. „შესაბამისად, ლევან გაჩეჩილაძე კანონიერად მივა როგორც დირექტორი, „მაესტროში“ შესვლის უფლება კი აქვს მის ყველა თანამშრომელს, დირექტორის ჩათვლით“ - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

XS
SM
MD
LG