Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაია გადაბაძე: ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრების ოთახს მიღმა "მაესტრო“-ს შენობაში შესვლას ვერ შეძლებს


ტელეკომპანია "მაესტრო"-ს პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნილი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრების ოთახს მიღმა "მაესტრო“-ს შენობაში შესვლას ვერ შეძლებს და თუ დირექტორად დარეგისტრირდება, ალტერნატიულ ფართზე უნდა იზრუნოს. ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ შენობის დაცვის სამსახური მას ემორჩილება. გადაბაძის ინფორმაციით, ის დღეს სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს ბათილად გამოცხადდეს "მაესტრო"-ს პარტნიორთა კრების მიერ 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება ტელეარხის დირექტორად ლევან გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ. "სარჩელში საუბარია იმაზე, რომ გია გაჩეჩილაძის წილები სადავოა და ასევე მოყვანილია კონტრარგუმენტები იმ არგუმენტებისა, რომელთა საფუძველზეც დირექტორობიდან გამათავისუფლეს“ - აღნიშნა ბაია გადაბაძემ. მან 8 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტელეკომპანია „იმედი"-ს „ფაქტობრივი მმართველი“ ირაკლი რუხაძე "მაესტრო"-ს ხელში ჩასაგდებად არხის ერთ-ერთ მეწილეს, მაკა ასათიანს და მის მეუღლეს, კოტე გოგელიას ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში დაუკავშირდა და 7,5 მილიონი დოლარი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო და სწორედ ამის შემდეგ გამოიყენა გიორგი გაჩეჩილაძის წილი.

XS
SM
MD
LG