Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრისტინ ლაგარდი უკრაინას მოუწოდებს რეფორმების ჩატარებისა და კორუფციის აღმოფხვრისაკენ


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი უკრაინას მოუწოდებს, განახორციელოს დაპირებული რეფორმები და აღმოფხვრას კორუფცია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, დაკარგოს საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა. ლაგარდის დღევანდელი განცხადებით, რეფორმების გასააქტიურებლად და კორუფციასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანი ახალი ძალისხმევის გარეშე, ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება გაგრძელდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდამჭერი პროგრამა და როგორ იყოს ის წარმატებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდი დახმარების მთავარი წყაროა ეკონომიკურად მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი უკრაინისათვის - ფონდმა 17,5 მილიარდი დოლარის პაკეტი გამოუყო კიევს იმ პირობით, რომ მთავრობა განახორციელებს ეკონომიკურ რეფორმებს და შეებრძოლება კორუფციას.

XS
SM
MD
LG