მედია სწავლობს გენდერულ ამბებს...
და სწავლობს უკვე კარგა ხანია. გენდერული პრობლემების გაშუქებას არაერთი შეხვედრა და ტრენინგი მიეძღვნა. კიდევ ერთი გაიმართება სულ მალე - ამჯერად საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემია იწვევს დამწყებ ჟურნალისტებს. რისთვის არის საჭირო მსგავსი ტრენინგები? და საერთოდაც, რა როლი აქვს მედიას გენდერული სტერეოტიპების გაქარწყლებასა თუ დამკვიდრებაში? ვის აინტერესებს ეს ამბები მედიასა და საზოგადოებაში? ამ პრობლემებზე ვსაუბრობთ დღეს მსმენელთან ერთად „გენდერულ ამბებში“. სტუმრად კი არიან: ეკა აღდგომელაშვილი - უფლებადამცველი და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი, ეკა სხილაძე - სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, და გორის სათემო რადიო „მოზაიკის“ ჟურნალისტი ნათია ომაძე. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.