Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მზადაა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად


რუსეთი მზად არის განიხილოს სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. ინფორმაცია ამის შესახებ, გენადი გატილოვზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით გავრცელდა. იუწყებიან, რომ საუბარი ამ საკითხზე იგეგმება მიუნხენში, სადაც 11 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიღებენ მონაწილოებას სირიის შესახებ 17 სახელმწიფოსაგან შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა უარყო სპეკულაციები, თითქოს რუსეთი თანახმაა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სირიაში 1 მარტიდან ამოქმედდეს. ჟენევაში მიმდინარე სირიის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა გასულ კვირაში, მას შემდეგ, რაც სირიის სამთავრობო ჯარებმა, რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით ფართომასშტაბიანი შეტევა წამოიწყეს ქალაქ ალეპოზე, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ოპოზიციის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG