Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა


თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებისას ერთი ადამიანი დაიღუპა. სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაღუპული 26 წლის მამაკაცი მუშაობდა კომპანია Black Sea Group-ში, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აწარმოებს ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას.

XS
SM
MD
LG