Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენციის ყურადღების ცენტრშია სირიის კონფლიქტი


მიუნხენის კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები ცდილობენ პასუხი გასცენ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი აპირებს განაგრძოს სამხედრო ობიექტების საავიაციო დაბომბვა სირიაში. საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის გახსნამდე 12 თებერვალს, გვიან ღამემდე გაგრძელდა მუშაობა შეთანხმებაზე, რომელიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. თუმცა, დასავლეთის ქვეყნებისა და ახლო აღმოსავლეთის ლიდერები აცხადებენ, რომ შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ იგი რეალურად განხორციელდება და რუსეთი შეწყვეტს საავიაციო იერიშებს.

XS
SM
MD
LG