Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დავობენ იმაზე, თუ ვინ უნდა წამოაყენოს უზენაესი სასამართლოს გარდაცვლილი წევრის შემცვლელის კანდიდატურა


აშშ-ში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ანტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ, მწვავე დისკუსია წამოიჭრა იმის თაობაზე, უნდა დაამტკიცოს თუ არა სენატმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მისი მემკვიდრის კანდიდატურა, რომელსაც სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური ბარაკ ობამა წარმოადგენს. სენატის უმრავლესობის ლიდერი მიჩ მაკკონელი გამოვიდა მოწოდებით, რომ დამტკიცება გადაიდოს. შაბათს, სატელევიზიო დებატებისას ექვსივე რესპუბლიკელი მონაწილე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის იბრძვის, ასევე დაეთანხმა აზრს, რომ ობამამ უკვე შემდეგ პრეზიდენტს უნდა მისცეს გარდაცვლილი მოსამართლის შემცვლელის პოვნის საშუალება. საარჩევნო კამპანიის დემოკრატმა მონაწილემ, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მიჩ მაკკონელის წინადადებას „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ანტონინ სკალია, რომელიც 79 წლის ასაკში გარდაიცვალა ტეხასში, ცნობილი იყო თავისი კონსერვატიული მოსაზრებებით. იგი უზენაესი სასამართლოს წევრი გახდა 1986 წელს - ჯერ კიდევ რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას.

XS
SM
MD
LG