Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „მაესტროს“ მფლობელები ერთმანეთს ახალ პრეტენზიებს უყენებენ


დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი გია გაჩეჩილაძე და მისი ძმა, ლევან გაჩეჩილაძე, "პოპულისტურად აფასებენ" მაკა ასათიანის ადვოკატის შეთავაზებას. დღეს გამართულ ბრიფინგზე ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, რომ თუ იქნება დამაკმაყოფილებელი რეაბილიტაციის გეგმა წარმოდგენილი, ასათიანი მხარს დაუჭერს რეაბილიტაციას და უარს იტყვის ტელეკომპანიის გაკოტრების კუთხით მოვლენების განვითარებაზე. ამ მოთხოვნას მაკა ასათიანის მხრიდან „პოპულისტური“ უწოდა ლევან და გია გაჩეჩილაძეების უფლებების დამცველმა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ, რომლის თქმით, „რეაბილიტაციის გეგმის ნაწილი, სწორედ გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნაა, რასაც მაკა ასათიანი ეწინააღმდეგება“. გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი მფლობელი გია გაჩეჩილაძე საჯარო რეესტრიდან იმ პირის გამოვლენას და გათავისუფლებას მოითხოვს, რომელმაც ლევან გაჩეჩილაძის ტელეკომპანიის დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.

XS
SM
MD
LG