Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გადადგა უკრაინის გენერალური პროკურორის რეფორმატორი მოადგილე


თანმდებობიდან გადადგა უკრაინის გენერალური-პროკურორის მოადგილე, რეფორმატორი ვიტალი კასკო.15 თებერვალს კიევში ჟურნალისტებთან საუბარში, გადადგომის მიზეზად კასკომ დაასახელა გენერალური პროკურორი ვიქტორ შოხინი, რომელმაც მას "მთელი უფლებამოსილება ჩამოართვა". ამ განცხადებას ტვიტერით გამოეხმაურა უკრაინაში აშშ-ის ელჩი ჯეფრი პაეტი, რომელმაც კასკოს რეფორმებისთვის მებრძოლი უწოდა და დასძინა, რომ მისი გადადგომა „ძირს უთხრის რეფორმების მსვლელობას უკრაინაში.“ მანამდე თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა აივარას აბრომავიჩიუსმა, რომელმაც რეფორმების შეფერხების მიზეზად „მზარდი სისტემური წინააღმდეგობა“ დაასახელა.

XS
SM
MD
LG