Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“ - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამ მძიმე წუთებში ქართველი ხალხი თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და მეგობარ თურქ ხალხს.

XS
SM
MD
LG