Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკება სირთულეებს აწყდება


მეორე დღეა გრძელდება მოლაპარაკება ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრამ ევროკავშირში ბრიტანეთის დარჩენის მისაღწევად მიაღწია კრიტიკულ სირთულეებს. იტყობინებიან, რომ კონსენსუსის მიღწევა რთული გამოდგა. მოლაპარაკების მეორე დღეს, შესვენების შემდეგ, შუა ევროპის დროით 16 საათისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო საღამომდე, მას ვახშმის შემდეგ განაახლებენ. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა როიტერის სააგენტოს, რომ მონაწილე ლიდერებს თხოვეს, 20 თებერვლისთვისაც დაეჯავშნათ ოთახები სასტუმროში. ევროკავშირის ლიდერები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ შეთანხმებას და თავიდან აიცილებენ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. ბრიტანეთს ივნისთვის აქვს დაგეგმილი რეფერენდუმი ევროკავშირში ამ ქვეყნის დარჩენა-არდარჩენის შესახებ. მანამდე მთავრობა აპირებს ფართო მასშტაბის რეფორმების გატარებას.

XS
SM
MD
LG