Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთში


ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ზავის მიუხედავად კვალავ გრძელდება შეტაკებები უკრაინის სამთავრობო ჯარების ნაწილებსა და მეამბოხე სეპარატისტებს შორის. უკრაინის სამხედრო უწყების ცნობით ჯარისკაცი სნაიპერის ტყვიით დაიღუპა პატარა ქალაქ მარინკაში, რომელიც დონეცკიდან 20 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გაეროს მონაცემებით 9 ათასი კაცი დაიღუპა და 20 ათასი დაიჭრა დონბასში მიმდინარე საომარ კონფლიქტში, რომელიც 2014 წლიდან გრძელდება.

XS
SM
MD
LG