Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და რუსეთის შეთანხმება სირიაში ზავის შესახებ 27 თებერვალს შევა ძალაში


გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის და რუსეთის ერთობლივი გეგმა, შეწყდეს სირიაში საბრძოლო მოქმედება, ამოქმედდება 27 თებერვალს. ალ -ჯაზირა იტყობინება, რომ მან მოიპოვა დოკუმენტის პროექტი, რომელშიც თარიღს შეიცავს. ეს ცნობა დაადასტურა უცნობმა, დასავლურმა დიპლომატიურმა წყარომ, რომლის თანახმად, შეთანხმება არ გულისხმობს ისლამურ სახელმწიფოს, ალ-ყაიდასთან დაკავშირებულ ალ-ნუსრის ფრონტს და სხვა ყველა, გაეროს მიერ ტერორისტულად მიჩნეულ ჯგუფს. აშშ-ის ოფიციალურ პირთა თანახმად, ამ საკითხზე განცხადება უნდა გავრცელებულიყო მას მერე, რაც პრეზიდენტები, ობამამ და პუტინი მოილაპარაკებდნენ. 12 თებერვალს მიუნხენში შედგა შეთანხმება, რომ ერთი კვირის განმავლობაში ემუშავათ საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად. ძალადობა სირიაში გრძელდება, მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფ არეალებში თავდასხმებმა 140 ადამიანი იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG