Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტმა 13 აპრილი დაასახელა საპარლამენტო არჩევნების თარიღად


სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა 13 აპრილი დაასახელა საპარლამენტო არჩევნების თარიღად ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა გამოაცხადეს, რომ ამ კვირის მიწურულს სირიაში ზავი გამოცხადდება. ნათელი არ არის, ასადის ნაბიჯი გადადგმულია თუ არა გაეროს უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციის შესასრულებლად, რომელიც მოითხოვს სირიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ზავი, როგორც წელიწადნახევრიანი პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის შემადგენელი ნაწილი. მეორე მხრივ, სირიაში ისედაც უნდა გაიმართოს არჩევნები: ამჟამინდელი მოწვევის პარლამენტის მუშაობის ვადა მაისში ამოიწურება. წინა, 2012 წლის მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრეზიდენტმა ასადმა სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრი, რიად ჰიჯაბი დანიშნა პრემიერ-მინისტრად. მაგრამ ჰიჯაბი მას ამასობაში განუდგა და ახლა ხელმძღვანელობს მთავარ ოპოზიციურ ჯგუფს.

XS
SM
MD
LG