Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულის მაღაროების გაფიცულმა მუშებმა საპროტესტო აქციით გადაინაცვლეს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან


ტყიბულის მაღაროების გაფიცულმა მუშებმა საპროტესტო აქციით გადაინაცვლეს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან. მაღაროელებმა გაფიცვა 15 თებერვალს დაიწყეს მაღაროს ტერიტორიაზე. ისინი ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, გაფიცულ მაღაროელებს შეუერთდნენ ქსნის მინის ქარხნის, ჭიათურის მაღაროსა და ზესტაფონის „ფერო“-ს პროფკავშირების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG