Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის პრეზიდენტი დათანხმდა 27 თებერვალს ზავის ამოქმედების გეგმას


სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დათანხმდა ზავს, რომელიც შერთებული შტატებისა და რუსეთის შუამავლობით გამოცხადდა, მაგრამ შესაძლოა, დაარღვიოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეს შეთანხმება, თუ მოწინააღმდეგე მხარე მას გამოიყენებს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ზავი, რომელიც არ ვრცელდება ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოზე“ და ტერორისტულად მიჩნეულ სხვა ჯგუფებზე, 27 თებერვალს ამოქმედდება. სირიელი ზომიერი ოპოზიციონერები, რომლებიც მეორე დღეა მართავენ შეხვედრებს საუდის არაბეთში, სიფრთხილით ეკიდებიან ზავის გეგმას. მათი განცხადებით, ზავის მხარდაჭერა არ არის უპირობო და დამოკიდებულია სირიაში სამოქალაქო პირებზე მთავრობის ჯარების თავდასხმების შეწყვეტაზე, დამასკის მიერ პატიმრებს გამოშვებასა და ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე.

XS
SM
MD
LG