Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში ამზადებს „გაზპრომის“ საწინააღმდეგო სიმბოლურ აქციას


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში ამზადებს რუსული კონცერნის, „გაზპრომის“ საწინააღმდეგო სიმბოლურ აქციას. პარტიის წევრმა სერგო რატიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 6 მარტს დაგეგმილი მშვიდობიანი აქციისას ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან რუსეთის საელჩომდე. ამავე პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებით საზოგადოებაში გამოწვეულ შეშფოთებას რამდენიმე მიზეზი აქვს. "პირველ რიგში, ის, რომ ქართული მხარე მალავდა ამ მოლაპარაკების მიმდინარეობას და მის შესახებ მხოლოდ რუსული მხარის განცხადებების შემდეგ გახდა ცნობილი, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ყველა ჯერზე, როცა ენერგეტიკის მინისტრი ცდილობდა მოლაპარაკების რეალური მიზეზები აეხსნა, მისი განცხადებები ერთმანეთის გამომრიცხავი და საწინააღმდეგო იყო“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისი თქმით, ყველა საფუძველი არსებობს ვარაუდისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს ქვეყნის დაბრუნებას უკან, რუსულ წყვდიადში. “ამიტომ "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ყველა იმ წევრთან ერთად, ვისაც არ სურს "გაზპრომის" ეპოქაში შეტრიალება, ვაანონსებთ სიმბოლურ საპროტესტო აქციას, რომლის ამოცანა იქნება, გავაგონოთ ჩვენი ხმა საქართველოს ხელისუფლებას და მტკიცედ ვაგრძნობინოთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ საქართველოში "გაზპრომის" და რუსეთის წყვდიადის ეპოქა დასრულებულია და საზოგადოება ამ ეპოქის დაბრუნებას აღარ დაუშვებს“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG