Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოსამართლეთა გამოცდის ტესტების სავარაუდო გამჟღავნების საქმეზე


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტების სავარაუდო, წინასწარ გამჟღავნების საქმეზე. „საგამოძიებო ნაწილში იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებაში. პროკურატურის განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მიღებული დასკვნა შეეხება საჯარო მოხელეთა მხრიდან, 2015 წლის 21-28 ნოემბერს ჩატარებული მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტებისა და კაზუსების კონფიდენციალურობის სავარაუდო დარღვევის ფაქტს. ინფორმაცია, რომ ტესტები და კაზუსები წინასწარ იყო გამჟღავნებული, რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლოს დღეს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა.

XS
SM
MD
LG