Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სიარტო: ნატომ კარები ღია უნდა დატოვოს მაკედონიისა და საქართველოსათვის


ჩერნოგორიამ უნდა დაასრულოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, ხოლო მაკედონიისა და საქართველოსათვის ალიანსმა კარები ღია უნდა დატოვოს, - ამის თაობაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ ხუთშაბათს ბუდაპეშტში გამართული კონფერენციის კულუარებში ჟურნალისტებს განუცხადა. ჩერნოგორიამ უკვე მიიღო ალიანსისაგან ოფიციალური მიწვევა, მაკედონიის გაწვერიანებას კი მხოლოდ საბერძნეთი ეწინააღმდეგება მისი ოფიციალური სახელწოდების გამო. საქართველო ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად ალიანსის წევრობის კანდიდატია. თუმცა ალიანსის წევრებს შორის არ არსებობს სრული კონსენსუსი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ერთი კვირის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ვარშავის ნატოს სამიტზე ანკარა მხარს დაუჭერს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებს.

XS
SM
MD
LG