Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: „უცხოელი მტრები“ არჩევნებში ჩარევას გეგმავენ


რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დასავლეთის ქვეყნები ემზადებიან ჩარევისთვის შემოდგომაზე დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. 26 თებერვალს, უშიშროების ფედერალური სამსახურის შტაბ-ბინაში გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, „საზღვარგარეთ მტრები“ ემზადებიან არჩევნებისთვისო. პუტინმა დასძინა, რუსეთის არჩევნებში და შიდა საქმეებში ნებისმიერი ჩარევა „პირდაპირ ემუქრება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსო“. პუტინმა ასევე თქვა, უცხოეთის საიდუმლო აგენტებმა ბოლო პერიოდში „გაააქტიურეს რუსეთში თავიანთი მოქმედებებიო“ და ეფ-ეს-ბეს მოუწოდა დაბლოკოს ყველა ფორმით წვდომა ნებისმიერ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ანალიტიკოსების თქმით, მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, კრემლის მიერ უკრაინაში გადადგმული ნაბიჯების გამო, კრემლმა გაააქტიურა ანტი-დასავლური რიტორიკა. მოსკოვი დასავლეთს რუსეთში პოლიტიკური ურჩობისდაფინანსებაში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG