Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში მიმდინარეობს პარასკევს ჩატარებული არჩევნების შედეგების შეჯამება


ირანში დაიწყო პარასკევს ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგების შეჯამება. ირანელები ირჩევენ პარლამენტს და ექსპერტთა საბჭოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის უზენაესი ლიდერის დანიშვნისთვის. როგორც იტყობინებიან, კენჭისყრაში ამომრჩეველთა დიდმა რაოდენობამ მიიღო მონაწილეობა. მთავარი დაპირისპირებული მხარეები არიან ზომიერი კურსის პრეზიდენტ ჰასან როჰანის მხარდამჭერები და მკაცრი კურსის მომხრეები, რომელთაც მხარს უჭერს ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი. ანალიტიკოსების აზრით, არჩევნები შესაძლოა ირანის ისტორიაში შემოტრიალების წერტილად იქცეს, თუკი ზომიერი ფრთა და რეფორმატორები პოზიციებს გაიმყარებენ. საპარლამენტო არჩევნების პირველი შედეგები კვირას გახდება ცნობილი. ნახევრად სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოები „ფარსი“ და „მერ ნიუსი“ იტყობინებიან, რომ მთელ რიგ ქალაქებში ლიდერობენ რეფორმატორები და მათთან დაკავშირებული დამოუკიდებელი კანდიდატები.

XS
SM
MD
LG