Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავი აღინიშნა


დღეს ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავია. რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2015 წლის 27 თებერვალს პისტოლეტის რამდენიმე გასროლით მოკლეს მოსკოვის ცენტრში. ნემცოვის საპატივცემულოდ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაიმართა მსვლელობები, პიკეტები, სხვა ღონისძიებები. მოსკოვის ხელისუფლებამ მარშის ორგანიზატორებს არ მისცა ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მისვლის უფლება, მაგრამ ნება დართო მათ, სხვაგან გაემართათ ის. ადგილი, სადაც მოკლეს ნემცოვი, არაოფიციალურ მემორიალად იქცა. ნემცოვის მომხრეები ყვავილებს და სხვა ნივთებს დებენ იქ და შემდეგ ქალაქის ხელმძღვანელობა ხშირად წმენდს ამ ადგილს. 26 თებერვალს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დმიტრი გუდკოვმა რუსეთის სახელწმიფო დუმაში წინადადება წამოაყენა, წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ნემცოვის ხსოვნისთვის, მაგრამ სახელმწიფო დუმამ არ მიიღო მისი წინადადება. ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილია ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომელი ჩეჩნეთიდან. დაპატიმრებული დანარჩენი ოთხი ეჭვმიტანილიც ჩეჩნეთიდანაა. მაგრამ დღემდე დაუდგენელია, ვინი იყო მკვლელობის დამკვეთი.

XS
SM
MD
LG