Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის დემოკრატიულ პარტიაში ჰილარი კლინტონი ლიდერობს საპრეზიდეტო არჩევნების მარათონში


დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის მებრძოლმა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სამხრეთ კაროლინის პრაიმერისში გაიმარჯვა. მან დიდი უპირატესობით მოუგო თავის მთავარ მეტოქეს, ვერმონტის შტატის სენატორ ბერნი სანდერსს, და, ამგვარად, საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერი გახდა დემოკრატთა შორის. რესპუბლიკელთა შორის ლიდერობს მილიარდერი დონალდ ტრამპი. მისი მთავარი მეტოქეები არიან ფლორიდისა და ტეხასის შტატების სენატორები - მარკო რუბიო და ტედ კრუზი. ახლა საპრეზიდენტო მარათონის მონაწილეებს ელით ე.წ. „სუპერსამშაბათი“, როცა 12 შტატში გაიმართება კოკუსები და პრაიმერისები. მათზე ირჩევენ დელეგატთა უმრავლესობას პარტიული ყრილობებისთვის, რომლებიც შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატს აირჩევენ ყოველი პარტიიდან. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 8 ნოემბერს გაიმართება.

XS
SM
MD
LG