Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერნეტის მომხმარებლები მხარდაჭერას უცხადებენ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს


ინტერნეტის მომხმარებლები მხარდაჭერას უცხადებენ ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს. მანამდე კადიროვი გამოვიდა თხოვნით, არ მოაწყონ მიტინგები და აქციები მის მხარდასაჭერად. საინტერნეტო აქციის მიზანია, აჩვენოს კადიროვს, რომ მას მხარს უჭერენ ჩეჩნეთში და მთელს რუსეთში. ჩეჩნეთის ლიდერმა, რომელიც კრემლის მხარდაჭერით სარგებლობს, შაბათს განაცხადა, რომ მზად არის, გადადგეს. „ჩემმა დრომ ჩაიარა“, თქვა კადიროვმა რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, მის გუნდში ბევრია, ვინც შეიძლება მისი მემკვიდრე გახდეს. ეს განცხადება მან გააკეთა 27 თებერვალს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის მკვლელობის წლისთავზე. ოპოზიციაში ბევრი მიიჩნევს, რომ კადიროვს კავშირი აქვს ნემცოვის მკვლელობასთან.

XS
SM
MD
LG