Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე მონაწილეობას იღებს "სამხრეთის დერეფნის" საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე იმყოფება ბაქოში, სადაც გაზის სამხრეთის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრების მეორე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ალბანეთის, ბულგარეთის, იტალიის, მონტენეგროს, ხორვატიის და სერბეთის ენერგეტიკის მინისტრები, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სამთავრობო დელეგაციები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება შაჰ-დენიზის გაზსადენის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობა და ტრანსანატოლიის და ტრანსადრიატიკის პროექტები. სამინისტროს განცხადებით, ამ პროექტების ფარგლებში საქართველოში განხორციელდება ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს შეღავათიან ფასად მიიღოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა. ბაქოში ვიზიტისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე შეხვდება აზერბაიჯანის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის, SOCAR-ის და ბრიტანული BP-ის წარმომადგენლებს.

XS
SM
MD
LG