Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად ამერიკის საკონსულოს ორი თანამშრომელი დაიღუპა


აშშ-ის თანახმად, მისი საკონსულოს ორი პაკისტანელი თანამშრომელი დაიღუპა აფეთქების შედეგად ქალაქ ფეშავარში. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ განაცხადა ვაშინგტონში, 1 მარტს, საკონსულოს თანამშრომლები დაიხოცნენ თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად პაკისტანელ სამხედროებთან ერთად, როცა ისინი „ნარკოტიკების ველების მოსპობის“ მისიას ასრულებდნენ. კერის თქმით, მათ ჯარისკაცების ჯგუფი ახლდათ. როგორც პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა, ნავიდ ხანმა განაცხადა, „იუ-ეს-ეი-აი-დის“ მიერ დაფუძნებული პროექტით მომუშავე პირების ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა.ხ ანის თქმით, ორი პირი დაიღუპა, ოთხი დაშავდა. მან ვერ დააზუსტა, იყვნენ თუ არა ისინი აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები. პაკისტანის თალიბანისგან გამოყოფილმა დაჯგუფებამ, "ჯამათულ აჰრარმა" იკისრა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG