Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში, კათოლიკური საქველმოქმედო მისიის მოხუცებულთა სახლში ათი ადამიანი მოკლეს


შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ათი ადამიანი მოკლეს სამხრეთ იემენის სანავსადგურო ქალაქ ადენში, მოხუცებულების სახლში. სახლი მოქმედებს კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაციის შემწეობით. მოკლულებს შორის ოთხი მონაზონია. „მოწყალების მისიონერების“ წარმომადგენლმა, რომელიც მართავს ადენში მდებარე ამ სახლს, განაცხადა, რომ ოთხი შეიარაღებული პირი შევიდა შენობაში, ვითომ დედების მოსანახულებლად. შემდეგ, იემენის წარმომადგენლის თქმით, ისინი ოთახებში დადიოდნენ, მსხვერპლს ხელბორკილებს ადებედნენ და თავში სროლით კლავდნენ. იემენის მთავრობა, რომელიც ადენში მდებარეობს, ცდილობს კონტროლი აღადგინოს ქვეყანაზე საუდის არაბეთის მხარდაჭერით . ერთობლივად მათ მოახერხეს მეამბოხეთა გაერთიანების, ჰუტითების შევიწროვება. ჰუტის მიმდევრები კვლავ აკონტროლებენ დედაქალაქ სანას. „მოწყალების მისონერები“ ნობელის პრემიის ლაურეატის, მონაზონ დედა ტერეზას მიერ არის დაარსებული.

XS
SM
MD
LG