Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა დაგმო იემენში კათოლიკურ მოხუცებულთა სახლზე თავდასხმა


რომის პაპმა, ფრანცისკემ, „უაზრო და ბოროტი“ უწოდა იემენში მოხუცებულთა კათოლიკურ სახლზე თავდასხმას, რომელსაც 16 ადამიანი, მათ შორის ოთხი მონაზონი შეეწია. სახლი მოქმედებს კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ორგანიზაციის შემწეობით. „მოწყალების მისიონერების“ წარმომადგენელმა, რომელიც მართავს ადენში მდებარე ამ სახლს, განაცხადა, რომ ოთხ მარტს, ოთხი შეიარაღებული პირი შევიდა შენობაში, ვითომ დედების მოსანახულებლად. შემდეგ, იემენის წარმომადგენლის თქმით, თავდამსხმელები ოთახებში დადიოდნენ, მსხვერპლს ხელბორკილებს ადებდნენ და თავში სროლით კლავდნენ. რა ამოძრავებდათ თავდამსხმელებს, რომლებიც მიიმალნენ, არ არის დადგენილი. იემენის მთავრობა, რომელიც ადენში მდებარეობს, ცდილობს, საუდის არაბეთის მხარდაჭერით კონტროლი აღადგინოს ქვეყანაზე. მათ ერთობლივად მოახერხეს მეამბოხეთა გაერთიანების, ჰუტითების შევიწროვება. ჰუტის მიმდევრები კვლავ აკონტროლებენ დედაქალაქ სანას. „მოწყალების მისონერები“ ნობელის პრემიის ლაურეატის, მონაზონ დედა ტერეზას მიერ არის დაარსებული.

XS
SM
MD
LG