Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ხუთ შტატში შაბათ-კვირას ეგრეთ წოდებული პრაიმერიზები და კოკუსები იმართება


აშშ-ის ხუთ შტატში იმართება შაბათ-კვირას რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების, ეგრეთ წოდებული, პრაიმერიზები და კროკუსები, წინასწარი კენჭისყრა და შეხვედრები, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატების გამოსავლენად. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის ლიდერობს, დონალდ ტრამპი. მისი მეტოქეები არიან სენატორები, მარკო რუბიო, ტედ კრუზი და ჯონ კეისიკი. დემოკრატიული პარტიის მხრიდან ახლანდელ ლიდერს კენჭისყრაში, ჰილარი კლინტონს ერთი მეტოქე ჰყავს, ესააა სენატორი ბერნი სანდერსი. რესპუბლიკური პარტია „პრაიმერიზებს“ და „კოკუსებს“ მართავს მენის, კანზასის, კენტუკის, ლუიზიანის შტატებში და პუერტო რიკოში. დემოკრატები წინასწარ არჩევნებს აწყობენ ნებრასკაში, კანზასსა და ლუიზანაში. პრაიმერიზების და კოკუსების შედეგების მიხედვით დელეგატებს ირჩევენ ორივე პარტიის ეროვნულ ყრილობებზე, სადაც გაირკვევა, ვინ იქნებიან კანდიდატები საპრეზიდენტო არჩევებზე.

XS
SM
MD
LG