Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანული ნავთობით დატვირთული ტანკერი ევროპაში ჩავიდა


პირველად, სანქციების მოხსნის შემდეგ, კვირას, საღამოს ტანკერმა „მონტე ტოლედომ“ ირანული ნავთობი ევროპაში ჩაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს. ტანკერის გადმოცლა, რომელზეც ერთ მილიონამდე ბარელი ნავთობია დატვირთული, დაიწყეს ესპანეთის პორტ ალხესირასში. ნათქვამია, რომ ტვირთის მიღებას 17 დღე დასჭირდა. „ბლუმბერგისვე“ ინფორმაციით, საერთო ჯამში ირანმა ნავთობით დატვირთული 29 ტანკერი გაგზავნა ევროპაში. როგორც სააგენტო წერს, ევროპაში უახლოეს მომავალში სამი მათგანი ჩავა. ირანს საერთაშორისო სანქციები იანვრის შუა რიცხვებში მოეხსნა. სანქციები მას 2005 წელს დაუწესდა, თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის შემუშავების გამო.

XS
SM
MD
LG