Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელმა და აჰმეტ დავუთოღლუმ მიგრაციის კრიზისზე იმსჯელეს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბრიუსელში, ევროკავშირ-თურქეთის სამიტის დაწყებამდე, თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს შეხვდა. ამის შესახებ გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის სამთავრობო წყაროები იუწყებიან. შეხვედრაზე მხარეებმა მიგრაციის კრიზისზე იმსჯელეს. ლიდერებს შორის გამართული დისკუსია დღევანდელი სამიტისთვის ერთგვარი მოსამზადებელი შეხვედრა იყო. მხარეები სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მსჯელობენ, რომლის მიხედვითაც, ანკარამ ევროპის მიმართულებით მიგრანტების ნაკადის შეჩერება უნდა შეძლოს.

XS
SM
MD
LG