Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაია გადაბაძე პრიორიტეტად ასახელებს „მაესტროს“ ეთერის უწყვეტობას


ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი დირექტორი, ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ მისი და ტელეკომპანიის ახალი დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის პრიორიტეტია "მაესტროს" ეთერის უწყვეტობა. ამის შესახებ გადაბაძემ ისაუბრა "მაესტროს" ეთერში მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა. დღეს ბაია გადაბაძემ განაცხადა აგრეთვე, რომ ტელევიზიის შენობიდან, რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის, ლევან გაჩეჩილაძე ვერ დაიწყებს „მაესტროს“ მართვას. გადაბაძესთან შეხვედრის შემდეგ, თავის მხრივ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ არ ჩაერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში და მისთვის პრიორიტეტია მაესტროს სტაბილური ფინანსური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 7 მარტს ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სტუდია მაესტროს" დირექტორად. ეს მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის განჩინების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG