Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომალიში 150-მდე ექსტრემისტი გაანადგურეს აშშ-ის საჰაერო თავდასხმისას


პენტაგონის ცნობით, ტერორისტულ ჯგუფ „ალ-შაბააბის“ 150-მდე მებრძოლი დაიღუპა სომალიში, მათ საწვრთნელ ბანაკზე აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული დარტყმის შედეგად. პენტაგონის პრესმდივნის, კაპიტან ჯეფ დევისის ინფორმაციით, იერიში მოეწყო გასული კვირის ბოლოს სომალის დედაქალაქის ჩრდილოეთით 200-მდე კილომეტრში. როგორც დევისმა აღნიშნა, აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციით, „ალ-შაბააბი“ ემზადებოდა ფართომასშტაბიანი იერიშის მოსაწყობად და საფრთხეს უქმნიდა სომალიში შეერთებული შტატებისა და აფრიკის კავშირის ჯარებს. "ალ-შაბააბი" არის ალ-ყაიდის განყოფილება, რომელიც სომალიში მოქმედებს და ბოლო კვირებში გააქტიურებული აქვს ტერორისტული საქმიანობა.

XS
SM
MD
LG