Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია შარაპოვას სარეკლამო კონტრაქტები შეუჩერეს "ნაიკიმ", "პორშემ" და "ტაგ ჰოიერმა"


კომპანიებმა, „ნაიკიმ“, "პორშემ" და "ტაგ ჰოიერმა" შეაჩერეს სარეკლამო კონტრაქტები ჩოგბურთელ მარია შარაპოვასთან, რომელმაც აღიარა, რომ იანვარში სისხლში აღმოუჩინეს აკრძალული ნივთიერება. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ კონტრაქტის მოქმედება შეჩერებულია, ვიდრე არ დასრულებულა საკითხის კვლევა, რომელსაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია აწარმოებს. სპორტული ნაწარმის მწარმოებელი ამერიკული კომპანია „ნაიკი“ აქამდე იყო შარაპოვას ერთ-ერთი მთავარი სპონსორი. სარეკლამო კონტრაქტების წყალობით, რუსი ჩოგბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენია. გამოცემა „ფორბსის“ მონაცემებით, შარშან შარაპოვას შემოსავალმა 29,5 მილიონი დოლარი შეადგინა. 7 მარტს სპორტსმენმა ლოს-ანჯელესში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ იანვარში, ავსტრალიის ღია პირველობის დროს მის სისხლში აღმოაჩინეს მელდონიუმი - მას იყენებენ, მაგალითად, დიაბეტის მკურნალობისას. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA-მ) ის ბოლოხანს, 1 იანვარს შეიტანა აკრძალულ პრეპარატთა სიაში. შარაპოვას, რომელიც "გრენდ სლემის" ტურნირების ხუთგზის გამარჯვებულია, 12 მარტიდან აღარ დაუშვებენ შეჯიბრებებზე, მის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

XS
SM
MD
LG