Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ დასავლეთზე ახლა „ფართომასშტაბიან“ თავდასხმებს გეგმავს


ბრიტანეთის კონტრდაზვერვის უწყების უფროსი გაფრთხილებით გამოდის, რომ ექსტრემისტული დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფო“ აპირებს ფართომასშტაბიანი თავდასხმები განახორციელოს არა მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე, არამედ სურს იერიში მიიტანო სდასავლური „ცხოვრების წესზე“. მარკ როულის თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ ადრე უპირატესად სახელმწიფოს სიმბოლოებს, სამხედრო და საპოლიციო ობიექტებს ესხმოდა თავს, ახლა კი აპირებს უფრო ფართო შეტევები განახორციელოს, როგორიც იყო ნოემბრის თავდასხმები პარიზში, როცა 130 ადამიანი დაიხოცა. როულის თქმით, პოლიციას არ აქვს ახლა ინფორმაცია ამ ეტაპზე თავდასხმების გეგმების შესახებ, მაგრამ ხელისუფლება მხად უნდა იყოს ყველაფრისთვის. მან დასძინა, რომ დაჯგუფება აპირებს სირიაში გაწვრთნილი ექსტრემისტები ჩრდილოეთ ევროპაში ჩაიყვანოს თავდასხმების მოსაწყობად.

XS
SM
MD
LG