Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს "ელექტროენერგიის თვალსაზრისით" დამოუკიდებელი ქვეყანა


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის სიტყვებით, საქართველოს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში, საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს, სამწუხაროდ, საქართველო გარკვეულწილად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, რადგან განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ყველაზე მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, საქართველოს უწევს მისი შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან. "ეს ხდება იმის გათვალისწინებით, რომელი შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს. ეს ქვეყნებია, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. თუმცა, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას, რომ მოვახერხოთ და უახლოეს მომავალში საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა", - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG