Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელმანდის პროვინციაში მსხვერპლი მოჰყვა თალიბების თავდასხმას


ავღანეთიდან იუწყებიან, რომ თალიბები თავს დაესხნენ რამდენიმე უწყებას სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ბოლო თვეებში მთავრობის ჯარებთან ბრძოლის შედეგად გაიზარდა ექსტრემისტების მიერ გაკონტროლებული ტერიტორია. გუბერნატორის წარმომადგენლის განცხადებით, იერიში 9 მარტის დილას დაიწყო ქალაქ გერეშკში პოლიციის შტაბბინასა და დაზვერვის სააგენტოს ოფისებზე შეიარაღებული პირების თავდასხმებით. ამ წყაროს ცნობით, უშიშროების ძალებმა მოიგერიეს დაზვერვის ოფისზე იერიში. ხოლო პოლიციის კომპლექსის ტერიტორიაზე თავი აიფეთქეს თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა. როგორც იუწყებიან, პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპნენ შვიდი მოიერიშე და სამი პოლიციელი. ბოლო სამი თვეა ჰელმანდში, რომელიც ოპიუმის ყაყაჩოს მოყვანის ერთ-ერთ ცენტრად ითვლება, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს, ერთი მხრივ, ექსტრემისტებსა და სამართალდამცველებს, მეორე მხრივ კი თავად ექსტრემისტებს შორის, ნარკოტიკების კონტრაბანდის მარშრუტების გასაკონტროლებლად.

XS
SM
MD
LG