Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადია სავჩენკომ სითხის მიღება დაიწყო


რუსეთის საპყრობილეში მყოფმა უკრაინელმა მფრინავმა ქალმა, ნადია სავჩენკომ, რომელიც პროტესტის ნიშნად 3 მარტიდან შიმშილობს, სითხის მიღება დაიწყო. ადვოკატ მარკ ფეიგინის მიერ ტვიტერით გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სავჩენკომ სითხის მიღების გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თხოვნით დაიწყო. თუმცა, სავჩენკო კვლავ უარს აცხადებს საკვების მიღებაზე. სავჩენკოს ბრალად ედება 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა. ის უარყოფს ბრალდებას. სავჩენკო აცხადებს, რომ 2014 წლის ივნისში შეიპყრეს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოხალისეთა ბატალიონში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ, შემდეგ კი უკანონოდ ჩაიყვანეს რუსეთში. ბრალდების მხარე მოითხოვს სავჩენკოსთვის 23 წლით პატიმრობის მისჯას.

XS
SM
MD
LG