Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს განცხადებას ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადების შესახებ


საგარეო უწყება ავრცელებს განცხადებას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადების შესახებ. განცხადების თანახმად, ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში შესაბამისი პროცედურები დროულად დასრულდება და უახლოეს მომავალში, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ვიზის გარეშე გაემგზავრონ მოკლევადიანი ვიზიტით (90 დღე ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

XS
SM
MD
LG