Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნივერსიტეტში გადაიდო სენატის კანცლერის არჩევნები


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის საჯარო სხდომაზე სტუდენტებისთვის დასწრების აკრძალვა გახდა დაპირისპირების საფუძველი სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის. სენატს სხდომაზე ახალი კანცლერის არჩევა ჰქონდა დაგეგმილი. კანცლერობის ერთადერთი კანდიდატი, გიორგი გაფრინდაშვილი, კი სტუდენტთა ნაწილისთვის მიუღებელია. სტუდენტები გაფრინდაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ფარულ თანამშრომლობაში სდებენ ბრალს. თავდაპირველად სტუდენტებს არჩვენების პარალელურად აქცია უნივერსიტეტის ეზოში ჰქონდათ დაგეგმილი, მოგვიანებით კი მათ უნივერსიტეტის ფოიეში გადაინაცვლეს. საბოლოოდ სენატმა კანცლერის არჩევა გადადო.

XS
SM
MD
LG