Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ამბობს, რომ მზად არის ნიუ-იორკში კაშხალზე კიბერშეტევაში ირანს დასდოს ბრალი


აშშ-ის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ობამას ადმინისტრაცია საჯაროდ დასდებს ბრალს ირანელ ჰაკერებს 2013 წელს მომხდარ კიბერთავდასხმაში, რომელიც ნიუ-იორკის შტატში, მცირე ზომის კაშხალზე განხორციელდა. სახელმწიფო დეპარტამენტს მომზადებული აქვს ჰაკერებისთვის წასაყენებელი ბრალდება და საჯარო განცხადება შესაძლოა უკვე მომავალ კვირაში გაკეთდეს - ამ ცნობას ავრცელებენ სააგენტო „როიტერსი“ და სი-ენ-ენი. აშშ-ის ოფიციალური პირების ვარაუდით, ჰაკერებმა შეღწევა მოახერხეს მხოლოდ ზოგიერთ ნაკლებად მნიშვნელოვან სისტემაში და არა საკუთრივ კაშხლის საოპერაციო სისტემაში. კაშხალი წყალდიდობას აკონტროლებს ქალაქ ნიუ-იორკიდან 50-მდე კილომეტრის მოშორებით. კიბერშეტევა არ მიიჩნიეს მაღალი დონისად, თუმცა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, მარკ ტონერმა განაცხადა, „გავაგრძელებთ ყველა არსებული საშუალების გამოყენებას საიმისოდ, რომ აღვკვეთოთ, შევაკავოთ, აღმოვაჩინოთ, დავუპირისპირდეთ და გავანეიტრალოთ ამგვარი მოქმედებაო“.

XS
SM
MD
LG