Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ელის, რომ სირიის მთავრობა მონაწილეობას მიიღებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში


რუსეთის განცხადებით, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ მიანიშნა, რომ დელეგატებს მიავლენს მომავალ კვირაში ჟენევაში, სირიის კონფლიქტის შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. დამასკს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია, რომ მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებაში. შეკითხვას, მოუწოდებს თუ არა რუსეთი, ასადის ახლო მოკავშირე, დამასკს მონაწილეობისკენ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ უპასუხა, ისინი უარზე არ არიანო. „მათ თავიდანვე განაცხადეს, რომ მიიღებენ მონაწილეობას, მზად არიან და პირველები ჩავლენ ადგილზე, სადაც კი საჭირო იქნებაო“, განაცხადა მან. როგორც მოელიან, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ოფიციალურად გამოაცხადებს დამასკში 12 მარტს დანიშნულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG