Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში სროლის შედეგად ზავი დაირღვა


აზერბაიჯანი და მისი სეპარატისტული რეგიონი, მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს სდებენ ბრალს ზავის დარღვევაში ინტენსიური სროლით. გავრცელებულ განცხადებაში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მისმა ჯარმა 10 მარტს ცეცხლი გაუხსნა სომეხთა პოზიციებს, რათა არ დაეშვა მათ მიერ მიზანში აზერბაიჯანული ქალაქის, აგდამის ამოღება. სამინისტროს განცხადებით, დაიღუპა 10-დან 15-მდე სომეხი ჯარისკაცი და განადგურდა სამხედრო შეიარაღება. მთიანი ყარაბაღის სამხედრო ლიდერებმა უარყვეს სამოქალაქო პირების მიზანში ამოღების ბრალდება აგდამის რეგიონში და განაცხადეს, რომ მათი მეომრები იძულებულნი იყვნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანელთა სადაზვერვო ჯგუფი შეეცადა მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე შეღწევას.ისინი აცხადებენ, რომ დანაკარგი არ განუცდიათ მტრის მხრიდან ინტენსიური სროლის მიუხედავად. ბაქოსა და ერევანს შორის უკვე მეოთხედი საუკუნეა კონფლიქტია აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ადრეული 1990-იანი წლების ომის შედეგად დაეპატრონენ ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონს. ომს 30,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის გადაჭრის მიზნით საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევას მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG