Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქომ უფლებადამცველ წყვილს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცა


აზერბაიჯანელ უფლებათადამცველ ლეილა იუნუსსა და მის ქმარს არიფ იუნუსს სასამართლომ არ მისცა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის უფლება. სააპელაციო სასამრთლოს 11 მარტის გადაწყვეტილებით წყვილს გერმანიაში წასვლა აეკრძალა იმ მოტივით, რომ ისინი არ არიან სასჯელისაგან განთავისუფლებული და მხოლოდ სასჯელის მოხდის პირობა შეეცვალათ. გასული წლის აგვისტოში ბაქოს მძიმე სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლომ არიფ იუნუსს 7 წლით, ხოლო მის ცოლს, ლეილა იუნუსს კი 8,5 წლით მიუსაჯა პატიმრობა ძირითადად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ჩადენისათვის. დეკემბერში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ციხეში ყოფნა წყვილს შიდა პატიმრობით შეეცვალა.

XS
SM
MD
LG