Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთი იდომენიში თავმოყრილი მიგრანტების დაბინავებას ცდილობს


საბერძნეთი ცდილობს სხვადასხვა ადგილებში გადაანაწილოს ის ათასობით მიგრანტი, რომლებიც მაკედონიასთან ახლომდებარე ერთ-ერთ ბანაკში ცხოვრობენ. ათენის შეშფოთება განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დევნილთა ბანაკში მყოფ პატარა გოგოს „ა“ ჰეპატიტის ეპიდემია აღმოაჩნდა. 12 ათასი ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ახალშობილი ჩვილები, საბერძნეთის სასაზღვრო ქალაქ იდომენიში, ჭუჭყიან კარვებში ცხოვრობენ. დევნილები იმედოვნებენ, რომ გადალახავენ საზღვარს, მაგრამ მაკედონიამ და მეზობელმა ქვეყნებმა მათ საზღვრები ჩაუკეტეს. საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ იდომენიში დევნილებს დაურიგეს ბროშურები, რომელშიც მოუწოდებენ მათ, რომ დატოვონ ბანაკი და საცხოვრებლად საბერძნეთის მიერ გამოყოფილ სხვადასხვა შენობებსა და სპეციალურ თავშესაფრებში დაბინავდნენ.

XS
SM
MD
LG