Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერის განცხადებით "ისლამური სახელმწიფო" სირიაში სუსტდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი პარიზში მის ევროპელ კოლეგებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა ჟენევაში სირიის მოწესრიგების საკითხზე 14 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგი. 13 მარტის შეხვედრაში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და ასევე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი ფედერიკა მოგერინი მონაწილეობდნენ. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმისა და დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები 14 მარტს ჟენევაში „არაპირდაპირი მოლაპარაკებების“ მეორე რაუნდს გამართავენ. პარიზში ჯონ კერიმ განაცხადა, რომ სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული ზავი ჯერ კიდევ მყიფეა და არსებობს საბრძოლო დაპირისპირების განახლების საფრთხე. კერიმ აღნიშნა ისიც, რომ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ სუსტდება სირიაში, სადაც ბოლო სამის კვირის განმავლობაში „დაეშმა დაკარგა 3000 კვადრატული კილომეტრის მოცულობის ტერიტორია და 600-მდე მებრძოლი“.

XS
SM
MD
LG