Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი არ ცნობს რუსეთ-საუდის არაბეთის სანავთობე გარიგებას


ირანი აცხადებს, რომ არ გეგმავს ნავთობის მოპოვების შემცირებას, როგორც ეს რუსეთმა და საუდის არაბეთმა მოილაპარაკეს იმ მიზნით, რათა მოხდეს გლობალური მასშტაბით ნავთობის ფასის ვარდნის შეჩერება. ირანის ნავთობის მინისტრის ბიჟან ნამდარ ზანგანეჰის თქმით, ნავთობის მომპოვებელმა ქვეყნებმა „თავი უნდა დაანებონ" ირანს, რომელიც მხოლოდ მაშინ გაყინავს ნავთობის მოპოვებას, როდესაც პროდუქციის მოცულობა დღეში 4 მილიონ ბარელს მიაღწევს. ეს არის ნავთობი წარმოების ის დონე, რომელსაც ირანმა მიაღწია საერთაშორისო სანქციების დაწესებამდე.

XS
SM
MD
LG