Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი შეუერთდა ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეუერთდა უკრაინელი სამხედროს, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების მოთხოვნას. "ვუერთდები საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას რუსეთის ფედერაციაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ოფიცრის, უკრაინის რადის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრის ნადია სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ“ - ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს, უკრაინის პარლამენტს და მთავრობას. „მართალია, რთულია გჯეროდეს დღევანდელი რუსეთის სასამართლო სისტემის სამართლიანობის, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტოდ ძლიერი პოზიცია გავლენას იქონიებს ნაჩქარევად დაანონსებულ საბოლოო განაჩენზე" - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

XS
SM
MD
LG