Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის სანქციებზე და რუსეთთან ურთიერთობაზე მსჯელობენ


ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ირანის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე, ასევე რუსეთთან ურთიერთობაზე მსჯელობენ. შეხვედრა იმართება ბრიუსელში. ევროპის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა, რომელშიც ყველა წევრის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, იმართება იმ დროს, როცა ევროკავშირი ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ ურთიერობების აღდგენას ცდილობს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-მარკ ერომ განაცხადა, რომ ირანს სანქციებს დაუწესებენ თუ საჭირო გახდა, ამასწინანდელი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. ერომ ეს განაცხადა პარიზში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ, ფედერიკა მოგერინისთან და გერმანელ იტალიელ და ბრიტანელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ. მინისტრები ბრიუსელში იმსჯელებენ რუსეთთან ურთიერთობაზე, რომელიც კრემლის მხრიდან უკრაინაში სეპარატისტების და სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალა ასადისთვის მხარდაჭერის გამო, შეიცვალა.

XS
SM
MD
LG